LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლე ბაია კვიციანია

189
6767

„ქართული ოცნების“ სიის 68-ე ნომერი ბაია კვიციანი პარლამენტის დეპუტატი ხდება. ის საკანონმდებლო ორგანოში მარიამ ქვრივიშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც დღეს, 24 მაისს ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლე პარლამენტში, გენდერული კვოტირების ნორმის მიხედვით, იმავე სქესის პარლამენტის წევრი უნდა გახდეს. “ქართული ოცნების” სიაში ქვრივიშვილის შემდგომ მომდევნო ქალი, 68-ე ნომერი ბაია კვიციანია.

იმ შემთხვევაში, თუ კვიციანი უარს იტყვის მანდატზე, პარლამენტის წევრი პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელი, გრეტა წიწავა იქნება.

მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ქვრივიშვილი სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.

კვიციანი ბრენდ “დალოოდის” ბრენდ-მენეჯერი და ამავე ბრენდის კრეატიული დირექტორის მაკა კვიციანის დაა.

როდესაც ბაია კვიციანი, „ქართული ოცნების“ სიაში 68-ე ნომრად დასახელდა, ყველა საუბრობდა დედაქალაქის მერის მეუღლეს, ანუკა არეშიძესა და ბაია კვიციანის დის, დიზაინერ მაკა კვიციანის მეგობრობაზე.

,,ჩემი ცოლის დაქალი” პარლამენტში: უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დღეს დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები