LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიამ პეინი სამშობლოში დაკრძალეს – მომღერლის დაკრძალვას ჰარი სტაილზი, ზეინ მალიკი, ნაილ ჰორანი და ლუის ტომლინსონი ესწრებოდნენ

212
photo-collage.png (25)

ლიამ პეინი, რომლის ტრაგიკულმა სიკვდილმა მსოფლიო შეძრა, დღეს დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონია არტისტის სამშობლოში, ინგლისში გაიმართა.

მემორიალური ცერემონია საჯარო არ ყოფილა – მას მხოლოდ მომღერლის ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლო გარემოცვა დაესწრო, ცერემონიის დაწყებამდე კი, პოლიციამ ეკლესიამდე მისასვლელი გზა გადაკეტა. შეზღუდვის მიუხედავად, ამერშამში მდებარე წმინდა მარიამის ეკლესიასთან, მუსიკოსის ხსოვნის პატივსაცემად თავი მისმა გულშემატკივრებმა მაინც მოიყარეს.

დაკრძალვაზე არაერთი ვარსკვლავი, მათ შორის: საიმონ კოუელი და ჯეიმს კორდენი იმყოფებოდა. ცერემონიაზე დააფიქსირეს შერილ კოულიც, რომლისგანაც პეინს ერთადერთი ვაჟი დარჩა.

შემსრულებლი უკანასკნელ გზაზე One Direction-ის წევრებმაც გააცილეს. თანაჯგუფელის ხსოვნას პატივი ჰარი სტაილზმა, ზეინ მალიკმა, ნაილ ჰორანმა და ლუის ტომლინსონმა მიაგეს.

შეგახსენებთ, რომ ლიამ პეინი 16 ოქტომბერს, 31 წლის ასაკში ბუენოს-აირესის ერთ-ერთი სასტუმროს მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა. ამ ეტაპზე დაკავებულია 3 პირი.

ლიამ პეინის გარდაცვალების საქმეზე სამი პირია დაკავებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები