„ადამიანებს არა ზამთრის სიცივე, არამედ ელემენტარული ლოგიკა უშლით ხელს, რომ ისეთ მიმართულებას აყვნენ, რასაც ქვეყნის ნგრევა ჰქვია“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი ოპოზიციონერი ლიდერების დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე დაიშლებიან.
გიორგი ვაშაძე: ვითხოვეთ, რომ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ, გვჭირდება ინფრასტრუქტურულად მომზადება..გეგმის რამდენიმე ვერსია გვაქვს და უახლოეს მომავალში გაგაცნობთ
მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე დაიშლებიან.
„საკვირველია, რომ თავის დროზე, ზურა გირჩი ჯაფარიძემ ახალგაზრდებს მოუწოდა, საკუთარი სხეული გაყიდონ, ადამიანს სიამოვნება გაუკუღმართებული თუ სხვა სექსუალური აქტივობებით მიაღწევინონ და ამით ფული გააკეთონ. მან თავის გარშემო სექტა შექმნა და ახლა ამ სექტასაც ვეღარ ხელმძღვანელობს. ადამიანებს არა ზამთრის სიცივე, არამედ ელემენტარული ლოგიკა უშლით ხელს, რომ აყვნენ ისეთ მიმართულებას, რასაც ქვეყნის ნგრევა ჰქვია. მით უმეტეს, მსოფლიოში პოლიტიკის გადალაგება მიდის, ევროპასა და აშშ-ში სერიოზული პროცესები მიმდინარეობს. იყო ძალიან საეჭვო ადამიანების, ქართველთ მოძულეთა პირდაპირი მოწოდება, რომ ეს ქვეყანა დაანგრიონ, მაგრამ არაფერი შერჩათ ხელში, გარდა იმისა, რომ ბიულეტენის ერთი მხრიდან წერტილმა გამოჟონა. რასაკვირველია ადამიანები მიხვდნენ, რომ არ შეიძლება ეს მუდმივად გაგრძელდეს, რადგან ეს დანაშაულებრივი გეგმა რევოლუციისა, მათ ოჯახებსაც დაარტყამს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.