LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე: „იურისტი ვარ და ვიცი, რომ იმდენად სულელური სარჩელია შეტანილი, რომ ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს, წინასწარ ზუსტად ვიცი, შანსი არ არის“

118
მამუკა მდინარაძე

„ზუსტად ვიცი წინასწარ, შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს საკონსტიტუციო სარჩელი – და თუ სუბიექტურად დაადგენს, შეაშინებთ, დააშანტაჟებთ და სიკვდილით დაემუქრებით, მერე შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სარჩელი სულელურია და საფუძველი არ აქვს:

„თეორიულადაც არ შეიძლება ამის დაშვება – წინასწარ ვიცი ზუსტად, ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი. საფუძველი არ არსებობს და წინასწარ როგორ შეიძლება არ ვიცოდე.

თუ ობიექტურად დაადგენს – ზუსტად ვიცი და თუ სუბიექტურად დაადგენს, შეაშინებთ, დააშანტაჟებთ და სიკვდილით დაემუქრებით, მერე შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, სხვა შემთხვევაში ზუსტად ვიცი წინასწარ.

მხოლოდ ხელისუფლებას ზეწოლა შეეძლო „ნაცების“ დროს და ახლა ხელისუფლებას არაფერიც არ შეუძლია, არანაირ ზეწოლაზე არ მიდის ის არასდროს და ასეთი მორალიც რომ არ არსებობს არსებულ ხელისუფლებაში, მყარი გარანტიებია მოსამართლის თავისუფლების.

და დიახ, თუ ობიექტურად გადაწყვეტენ, დარწმუნებული ვარ, იურისტი ვარ და ვიცი, რომ ამ შემთხვევაში იმდენად სულელური სარჩელია შეტანილი, რომ ვერ დააკმაყოფილებს ვერანაირად, მაგრამ თუ სუბიექტური გადაწყვეტილებაა, არც ზუსტად ვიცი და არც ის ვიცი, რას ჩაწერს ვიღაცა, მოსამართლე იქნება თუ სხვა.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელი დარეგისტრირდა. ის ამ დრომდე წარმოებაში მიღებული არ არის.

mazda magti 5g