LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთში ბებიებისთვის და მეგობრებისთვის დეკრეტული შვებულება შემოიღეს

121
Grandparents-Sweden-FEAT-768x448

ამიერიდან შვედეთში დეკრეტული შვებულების გამოყენება არა მხოლოდ მშობლებს, არამედ მათ სხვა ნათესავებს და უფრო მეტიც, მეგობრებსაც შეეძლებათ. სიახლის შესახებ Weforum წერს.

ახალი წესის მიხედვით, 45 დღემდე ანაზღაურებადი შვებულების გადაცემა შესაძლებელი იქნება იმ ადამიანისთვის, ვინც ბავშვის კანონიერი მეურვე არ არის. თუკი მშობელი მხოლოდ ერთია, მას შეუძლია დეკრეტული 480 დღიდან 90 სასურველ ადამიანს გადასცეს.
ერთადერთი პირობა – „დროებითმა მშობელმა“ ბავშვზე ზრუნვის დაზღვევა უნდა გააფორმოს.

მთავრობაში იმედოვნებენ, რომ დეკრეტული შვებულების გადაცემა მშობლებს ოჯახურ ცხოვრებასა და სამსახურს შორის ბალანსის პოვნაში დაეხმარება. განსაკუთრებით ეს ეხებათ მარტოხელა დედებს და ბავშვის სხვა მარტოხელა მეურვეებს.

შეგახსენებთ, რომ შვედეთი იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში რომელმაც 1974 წლიდან ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება შემოიღო. 1995 წლიდან დეკრეტის რამდენიმე თვე დაენიშნათ მამებსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები