LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: „როგორ შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ მაკა ბოჭორიშვილი, რუსული მმართველობის წევრი, საერთაშორისო იზოლაციის რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს? – გამორიცხულია, აღნიშნულზე საუბარიც უხერხულია“

204
ნიკა მელია და მაკა ბოჭორიშვილი

„როგორ შეიძლება თეორიულად იმის წარმოდგენა, რომ მაკა ბოჭორიშვილი, რუსული მმართველობის წევრი, საერთაშორისო იზოლაციის რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს? – გამორიცხულია, აღნიშნულზე საუბარიც უხერხულია“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც შეაფასა პრემიერის გადაწყვეტილება, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილი წარდგენასთან დაკავშირებით.

მელიას განცხადებით, ვინც არ უნდა დაინიშნოს არალეგიტიმური ხელისუფლების რომელიმე მინისტრად, საერთაშორისო იზოლაცია მხოლოდ გაღრმავდება.

„არავინ შევა პარლამენტში… მე ისედაც მანდატი არ მერგო, სიაში მეოცე ვიყავი… ეს არის შენობა, სადაც ვიღაც თავგასივებულები იკრიბებიან” – ალეკო ელისაშვილი

„როგორ შეიძლება თეორიულად იმის წარმოდგენა, რომ მაკა ბოჭორიშვილი, რუსული მმართველობის წევრი, საერთაშორისო იზოლაციის რაიმე ტიპის გარღვევას მოახდენს? გამორიცხულია, აღნიშნულზე საუბარიც უხერხულია. ვინც არ უნდა დაინიშნოს არალეგიტიმური ხელისუფლების რომელიმე მინისტრად, საერთაშორისო იზოლაცია მხოლოდ გაღრმავდება.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოიშალოს ეს რეჟიმი, რათა იძულებულები გახდნენ, რომ ახალი არჩევნები ჩაინიშნოს. მანამდე ვარყიოთ, ვარყიოთ, ვარყიოთ, მოძრაობა ცვლილებებისთვის“, – აღნიშნა მელიამ.

ლევან ხაბეიშვილი: ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ხელისუფლება დავასრულოთ – 100 ათასი ადამიანი უნდა მოვიდეს და ამ ხალხს მივაწვეთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ხელისუფლება დავასრულოთ – 100 ათასი ადამიანი უნდა მოვიდეს და ამ ხალხს მივაწვეთ

რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე პროცესებს, მელიამ განმარტა, რომ „ეს არ არის პარლამენტი, არამედ ეს არის სანოტარო ბიურო“:

„პარლამენტში შესული ხალხი არ ასახავდა და არც მომავალში აპირებს ასახოს ქართველი ხალხის ინტერესი. რაც შიგნით და გარეთ ხდება, ეს დაპირისპირება გაგრძელდება მანამ, სანამ გარეთ მყოფი ხალხი არ დავამარცხებთ შიგნით თვითმარქვია, ე.წ. ხელისუფლებას.

შალვა პაპუაშვილი – „ჩემი ფეხი არ იქნება პარლამენტში“ ჰგონიათ ამათ პარლამენტში არშესვლა, დაწერონ განცხადებები – ორი გზა აქვთ: ან მანდატებზე თქვან უარი და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი ან არ დაწერონ განცხადებები და ამით დამცირდნენ

ეს არის მიზანია. როდის იქნება ეს? – ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ყოველდღიური ბრძოლა. ეს ხალხი არც აპირებს პრეტენზია ჰქონდეთ განვითარებულ სახელმწიფოზე, მრავალფეროვნებაზე, ევროპულობასა და კოალიციურ მმართველობაზე“, – აღნიშნა მელიამ.

ამასთან, მან პარლამენტის თავმჯდომარის ის განცხადებაც შეაფასა, სადაც ის აღნიშნავს, რომ „სპორტულ აფერისტობასთან გვაქვს საქმე“ ოპოზიციის მხრიდან და ვნახავთ, „შალვა ნათელაშვილივით როგორ მოიქცევა ზოგიერთი”.

„მთელი ცხოვრება რომ იცხოვროს, შალვა ნათელაშვილთან ახლოს ვერასდროს მივა პაპუაშვილი. მეორე – თუ აუცილებელია კიდევ დაწერა, დაიწერება განცხადებები“. – განაცხადა ნიკა მელიამ.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა.

როგორც თავად, ბოჭორიშვილმა განაცხადა, „დღეს საგარეო პოლიტიკის განხორციელება მოითხოვს განსაკუთრებულ გამბედაობას და იმავდროულად, სიფრთხილეს – ჩვენ ვხედავთ, როგორ ხდება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეების გამოყენება საგარეო არენაზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g