LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავა: „ეს რა პარლამენტია? პარლამენტს, რომელსაც სამი ღობე აქვს, ჩაკეტილი აქვთ ისე, რომ კამერებმაც ვერ გადაიღონ, როგორ შედის დეპუტატი“

139
გიგი უგულავა

„ანრი ოხანაშვილი ახლა მინისტრი რომ იქნება ზოოპარკზე უარესია, მაგას ჯობია პინგვინი ან ზებრა დანიშნოს. უფრო ადეკვატური იქნება ივანიშვილის მხრიდან“ – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა – მთავრობის შემადგენლობაში აღარ იქნებიან ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია – ვინ დაიკავებს საგარეო, იუსტიციისა და გარემოს დაცვის მინისტრობის პოსტებს

უგულავას განცხადებით, პარლამენტი ვოლიერად გადააქციეს:

„ეს რა პარლამენტია? პარლამენტს, რომელსაც სამი ღობე აქვს, ჩაკეტილი აქვთ ისე, რომ კამერებმაც ვერ გადაიღონ, როგორ შედის დეპუტატი. ეგ რა არის?! ვოლიერია ეს, ფაქტობრივად. რა ზოოპარკიც ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, ის ზოოპარკი არის. ანრი ოხანაშვილი ახლა მინისტრი რომ იქნება ზოოპარკზე უარესია. მაგას ჯობია პინგვინი ან ზებრა დანიშნოს. უფრო ადეკვატური იქნება ივანიშვილის მხრიდან,“ – განაცხადა უგულავამ.

ირაკლი კობახიძე – ყოფილი მინისტრები, ილია დარჩიაშვილი, რატი ბრეგაძე და ოთარ შამუგია საქმიანობას სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე განაგრძობენ

„ამ ქვეყანაში უმცირესობა, ოპოზიცია ვერასდროს გადაწყვეტს პოლიტიკური პროცესების ბედს…“ – ნინო წილოსანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g