LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „ეს თუ სასაცილოა და აღარ ვიცი, ოღონდ, მერე ისე არ აღმოჩნდეს, რომ ოპოზიციამ წინასწარ ყველა არ გააფრთხილა – ტანაჯორს ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტად, დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლიდან და არ შეაშვებინოთ ეს არალეგიტიმური ნაჯახი!“

212
ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დაყენებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს:

„ეს თუ სასაცილოა და აღარ ვიცი.

მდინარაძე ყაველაშვილზე: „სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება“

ოღონდ, მერე ისე არ აღმოჩნდეს, რომ ოპოზიციამ არ გააფრთხილა წინასწარ ყველა, რომ საღადაო კი არა, სატირალი იყო, საბრძოლო და ქუჩაში გამოსასვლელი და იმიტომ გვყავს არალეგიტიმური პრეზიდენტი. იმიტომ, რომ ოპოზიციამ წინასწარ და დამარცვლით არ ახსნა და გეგმა აბგდევზთ არ წარმოადგინა.

არ გვითხრეს, თორემ აბა რას ვიზამდითო. კოლონა დაგვანახეს, შინაგანი სიმშვიდე მოგვგვარეს, თორე როგორ არ ვიზამდითო…

ნიკა მელია: „იქ სადაც კალაძეა, იქ სადაც ღარიბაშვილია, იქ სადაც თავად ივანიშვილია, სიმართლე უნდა ითქვას, რატომ უნდა გაგიკვირდეს ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატურა?“

„ყველაფერი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ ხვალ, ზეგ და მომდევნო დღეებში, მოემსახურება ამ რეჟიმის რყევასა და ჩამოშლას“. – განაცხადა ნიკა მელიამ.

ტანაჯორს ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტად და დაიცავით სალომე ზურაბიშვილი, არ გამოაყვანინოთ პრეზიდენტის სასახლოდან და არ შეაშვებინოთ ეს არალეგიტიმური ნაჯახი!

ეგერაა ბატონო მოედანი (სალომეს სასახლის წინ) და ერთად მოვძებნოთ ბურთი!“ – წერს ნიკა გვარამია.

ხატია დეკანოიძე: „ივანიშვილმა პრეზიდენტ ტომარად გამორჩეული ანტიდასავლელი დადო, უზრდელი, აშშ/ევროკავშირის მაგინებელი – ახლა მანდატები კარგად შეინახეთ, „ეგებ „რუსული კანონი“ გააუქმოს“

ინფორმაციისთვის, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართება.

ეს თუ სასაცილოა და აღარ ვიცი. ოღონდ, მერე ისე არ აღმოჩნდეს, რომ ოპოზიციამ არ გააფრთხილა წინასწარ ყველა, რომ საღადაო კი…

Posted by Nika Gvaramia on Wednesday 27 November 2024

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g