ჩინურმა GAC-მა პირველად წარადგინა, თუ როგორ ცდება მიწას მისი მფრინავი კაბინა. მწარმოებელმა მოქმედებაში გვაჩვენა აეროტაქსი GOVE, რომელიც თავად შექმნა და ვერტიკალური აფრენა/დაფრენით დააპროექტა.
მფრინავი ერთადგილიანი მოდული ქვედა პლატფორმას მოწყდა და ჰაერში აფრინდა. პროტოტიპმა უკვე გაიარა 400-მდე საჰაერო ცდა და 2027 წლიდან მისი ექსპლუატაციაში ჩაშვებაც იგეგმება.
GOVE ეს სრულად ელექტრონული საფრენი აპარატია, რომელსაც ერთადგილიანი სალონი აქვს. მოდელს პლატფორმა და კაბინა ცალ-ცალკე მოჰყვება და საჭიროების შემთხვევაში კონსტრუქცია ერთიანდება.