დღეს, ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოაცხადა არა მშვიდობა, არამედ გამოუცხადა ომი – საკუთარ ხალხს, წარსულსა და მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა.
„დღევანდელი დღე არის კვირების განმავლობაში მიმდინარე საკონსტიტუციო გადატრიალების დასასრული. თვეების წინ დასახული კურსი, რომელსაც ევროპიდან რუსეთში მივყავდით, დღეს დასრულდა. დღეს, ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოაცხადა არა მშვიდობა, არამედ გამოუცხადა ომი – საკუთარ ხალხს, წარსულსა და მომავალს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებენ“.
„2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დავაყენებთ“ – ირაკლი კობახიძე
აქცია მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც დემონსტრანტები – „მონა, რუსებო“ სკანდირებენ.
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც: ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.
აქტივისტებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
Today marks the end of the constitutional coup unfolding for weeks. The course set months ago, taking us from Europe toward Russia, has now concluded.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 28, 2024
Today, this illegitimate government declared not peace, but war—on its own people, past, and future. pic.twitter.com/06Q7WbzDrQ