LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამაჩემი წამებით მოკლა შიზოფრენიით დაავადებულმა სპეცრაზმელმა, რომელიც 4 წლით ფსიქიატრიულში გადაიყვანეს – აი, ეს არის ქვეყნის სახე, ყველა იქ მდგომი პოლიციელი, სპეცრაზმელი, „რობოკოპი“ პოტენციური მკვლელია“ – რას წერს აგვისტოში, გურიაში მოკლულის შვილი

718
ანა სარჯველაძე

„მა­მა­ჩე­მი არ მომ­კვდა­რა, მა­მა­ჩე­მი სას­ტი­კი წა­მე­ბით მოკ­ლეს. გა­თი­შა, და­ა­ბა და წა­მე­ბით მოკ­ლა სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო, უჯან­მრთე­ლეს ჩემი მა­მა­ჩე­მი… ვინ? სპეც­რაზ­მელ­მა, რო­მელ­საც და­უდ­გინ­და ში­ზოფ­რე­ნია და 4 წლით გა­და­იყ­ვა­ნეს ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში“, – წერს სოციალურ ქსელში, ლან­ჩხუთ­ში მოკლული თე­მურ სარ­ჯვე­ლა­ძის შვილი, ანა სარჯველაძე და ამავე პოსტში მომხდარს გუშინ, აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან აკავშირებს.

როგორც ანა სარჯველაძე ამავე პოსტში ჰყვება, თემურ სარჯველაძის საქმეზე სა­სა­მარ­თლოც კი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა:

კახა კალაძე: „აბა, გაბედეთ ევროპაში ან ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც აქციის ზოგიერთი მონაწილე, ნახეთ, რას უზამენ, ძვლებში დაამტვრევენ – არ იფიქროთ, რომ დღეს შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლებაა“

„არ მინ­და იმის წარ­მოდ­გე­ნა ამ 4 წლის მერე რომ გა­მო­ვა, რა თქმა უნდა ისევ ში­ზო­ი­დი მერე რას ჩა­ი­დენს. აი ეს არის ქვეყ­ნის სახე, ყვე­ლა იქ მდგო­მი პო­ლი­ცი­ე­ლი, სპეც­რაზ­მე­ლი, „რო­ბო­კო­პი“ პო­ტენ­ცი­უ­რი მკვლე­ლია, ყვე­ლა არის მკვლე­ლი და ყვე­ლა­ფერს იზა­მენ ბო­ლომ­დე რომ მი­უშ­ვა, ჯა­ლა­თე­ბი და ფსი­ქი­უ­რად მოშ­ლი­ლე­ბი…… დაბ­მუ­ლი კა­ცის ცე­მით სიკ­ვდილ­ზე არი­ან წამ­სვლე­ლე­ბი ეს არა­კა­ცე­ბი…

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იბ­რძო­და მა­მა­ჩე­მი, ხოდა ახლა მე შე­ვე­ნაც­ვლე­ბი… … აქამ­დე ჩუ­მად ვი­ყა­ვი, ვგლო­ვობ­დი, არც არა­სო­დეს ვა­პი­რებ­დი ჩემი უდი­დე­სი სევ­დის და ტრა­გე­დი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას, მაგ­რამ მათ ყო­ველ და­ნახ­ვა­ზე სხე­უ­ლის ყვე­ლა უჯრე­დი მტკი­ვა, რო­გორც მა­მა­ჩემს სტკი­ო­და….

დღეს ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი მა­მა­ჩე­მის და­ბა­დე­ბის დღეა…. გი­ლო­ცავ მააა… მიყ­ვარ­ხარ…. გპირ­დე­ბი, რომ შენს ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ჯო­ჯო­ხე­თი მალე დას­რულ­დე­ბა….“. – წერს მოკლული მამაკაცის შვილი, ანა სარჯველაძე.

„აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა“ – როგორია აქციაზე დაშავებული ჟურნალისტის, გურამ როგავას ჯანმრთელობის მდგომარეობა

შეგახსენებთ, რომ უმძიმესი დანაშაული, აგვისტოს თვეში, ლანჩხუთის ერთ- ერთ ფერ­მა­ში მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­მურ სარ­ჯვე­ლა­ძეს მისი თა­ნაკ­ლა­სე­ლის შვი­ლი სას­ტი­კად გა­უს­წორ­და და წა­მე­ბით მოკ­ლა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბმა მაშინ მედიას უთხრეს, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი სპეც­რაზ­მე­ლია, რო­მელ­საც მკვლე­ლო­ბამ­დე ფერ­მა­ში მოკ­ლუ­ლი თე­მურ სარ­ჯვე­ლა­ძე გა­უ­მას­პინ­ძლდა და ამის შემ­დეგ არა­ფხი­ზელ­მა ბრალ­დე­ბულ­მა მას ჯერ ხელ-ფეხი შე­უკ­რა, ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და და მერე ე.წ სპი­ცით წა­მე­ბით მოკ­ლა.

რა გახ­და მკვლე­ლო­ბის რე­ა­ლუ­რი მოტივი, ამას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძიებენ. ერთ- ერთი ვერ­სი­ით, ფერ­მა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­წის ნაკ­ვე­თის გამო და­ი­წყო კონ­ფლიქ­ტი, მე­ო­რე ვერ­სი­ით, ბრალ­დე­ბულს პა­თო­ლო­გი­უ­რი სიმ­თვრა­ლე ჰქონ­და და მთვრალ­მა სი­სას­ტი­კე ჩა­ი­დი­ნა.

შეგახენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 43 პირი დააკავეს. შსს-ის ცნობით, დაშავდა 32 სამართალდამცავი.

ომბუდსმენი – რწმუნებულებმა მოინახულეს 11 პირი, რომელთაგან 9 იყო დაკავებული, 2-თან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მრავლობითი დაზიანებების გამო – გამოვლინდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის 9 შემთხვევა, საიდანაც 3 ეხება ჟურნალისტებს

მამაჩემი არ მომკვდარა, მამაჩემი სასტიკი წამებით მოკლეს. …. გათიშა, დააბა და წამებით მოკლა სრუულიდ უდანაშაულო,…

Posted by Anano Sarjveladze on Thursday 28 November 2024
magti 5g