LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალიდი და ნორმანი ახალ სიმღერას გამოუშვებენ

114
photo-collage.png (1)

ქალიდმა ახალი სინგლი – Personal დააანონსა, რომელიც ნორმანისთან დუეტია.

აღსანიშნავია, რომ სიმღერა, რომელიც 6 დეკემბერს გამოვა, არტისტების მეორე კოლაბორაცია იქნება. პირველად, მათ 2018 წელს, ჰიტზე – Love Lies ითანამშრომლეს, რომელიც ფილმისთვის – Love, Simon შეიქმნა.

ცნობისთვის, Love Lies ნორმანის Fifth Harmony-ისგან დამოუკიდებელ პირველ ჩანაწერად ითვლება. ის სოლო კარიერის დაწყებამდე, სწორედ Fifth Harmony-ის წევრი იყო. ბენდი 2012 წელს, ბრიტანული სატელევიზიო მუსიკალური კონკურსის – The X Factor ამერიკულ ანალოგში, ხუთი წევრისგან ჩამოყალიბდა. 2016 წელს ჯგუფს კამილა კაბეიო გამოეყო, 2018 წელს კი, კოლექტივმა ნორმანის, ლორენ იარეგუეისელი ბრუკისა და დაინა ჯეინის შემადგენლობით, უვადო შემოქმედებითი პაუზა. მას შემდეგ, თითოეული თანაგუნდელი სოლო კარიერითაა დაკავებული.

მოისმინეთ სიმღერის – Personal ფრაგმენტი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები