მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის ემიგრანტების შესახებ ნათქვამმა რეპლიკებმა, რომლებიც სოციალურ ქსელში არასრული სახით გავრცელდა, ემიგრაციაში მყოფთა დიდი აღშფოთება გამოიწვია.
მომღერალმა გააზიარა თავისი ტელეგამოსვლის სრული ვერსია.
ის ასევე ავრცელებს ვიდეომიმართვას, სადაც აღნიშნავს:
„ძვირფასო ემიგრანტებო, კიდევ ერთხელ იკადრეს უკადრებელი სახელისუფლებო არხებმა და დამიჭრეს ჩემი დღევანდელი სიტყვიერი გამოსვლა ჩემს რუბრიკაში, სადაც უბრალოდ, ძალიან დიდი და არაადამიანური ცილისწამებაა… მე მოგმართავდით თქვენ და ძალიან კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება, მადლიერებას გიძღვნით და იცოდეთ, ძალიან ვამაყობ თქვენით… არაფერს ვიტყვი, არც თავს ვიმართლებ, ძალიან მართალი ვარ, მით უმეტეს, თქვენ წინაშე. ვთქვი, რაც სათქმელი იყო. დამითმეთ 15 წუთი და მოისმინეთ, რა ვთქვი მთლიანად. ეს არის, რაც აქცევს ჩვენს ქვეყანას, ზიზღი და გაუტანლობა. თურმე საშინელი პანიკა ატყდა და ასეც უნდა ყოფილიყო, გასალანძღია ის ადამიანი, რომელიც ემიგრანტებს ლანძღავს, მაგრამ თქვენ შორის, სამწუხაროდ, გამოერია ისეთი არაერთი ემიგრანტიც, რომელიც უბრალოდ პროპაგანდირებს რუსეთს და ნერვებს უშლის აქ ადამიანებს… მივმართე მათ, რომ გაჩუმდით-მეთქი. შეიმალეთ სოროებში, როგრც ვირთხები, თქვენ არ ყოფილხართ საქართველოს ღირსი. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ნახოთ ჩემი ვიდეო, რა ვთქვი მე რეალურად…“