22 წლის ბიჭს, რომელიც გასულ ღამეს აქციაზე დაშავდა და არსებული ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, როგორც დაშავებულის მამიდა აცხადებს, თვალის ბუდის შეშუპების გამო ექიმებმა ოპერაციის დასრულება ვერ შეძლეს.
ეკა თირქიას განცხადებით, 22 წლის ახალგაზრდას ტვინის დაზიანება აქვს და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება:
„ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო ვერ შეძლეს დასრულება. ამ ეტაპზე, არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ღია ჭრილობით და ინფექციის დიდი რისკით. აქვს ტვინის დაზიანება. კაფსულა მოხვდა შუბლზე და ძვალი აქვს დამსხვრეული, დილამდე დააძინეს. დინამიკაში ნახავენ, შეძლებენ თუ არა ოპერაციის გაგრძელებას. იმედია, ღმერთი არ გაგვწირავს“,- განაცხადა დაშავებულის მამიდამ, ეკა თირქიამ.
ამასთან, ეკა თირქია დაშავებული ახალგაზრდის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს:
„მეგობრებო, სათითაოდ ვერ გპასუხობთ ყველას… დავპოსტავ ხოლმე ალექსის მდგომარეობას… ჩაუტარდა ოპერაცია და იმყოფება პოსტოპერაციულ მდგომარეობაში… ხელოვნურად დააძინეს დილამდე, დინამიკაში ნახავენ, შეძლებენ თუ არა ოპერაციის გაგრძელებას… აქვს შეშუპება და ვერ მოხერხდა ოპერაციის დასრულება… აუცილებლად, კარგად გახდება… სხვა გზა არ აქვს“, – წერს ეკა თირქია.
მეგობრებო,სათითაოდ ვერ გპასუხობთ ყველას….დავპოსტავ ხოლმე, ალექსის მდგომარეობას…ჩაუტარდა ოპერაცია და იმყოფება…
Posted by Eka Tirqia on სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024