LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე პირდაპირ ეთერში საჯარო დისკუსიის მსურველებს ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში იწვევს

162
ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიაში ჩართვის მსურველებს ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში იწვევს.

ირაკლი კობახიძის მიმართვაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს, აღნიშნულია, რომ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსმა უკვე გამოთქვა:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვა რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსმა.

ვთავაზობთ მათ, ათამდე თანამოაზრესთან ერთად, ხვალ მობრძანდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, რათა გავმართოთ საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში“, – წერია ირაკლი კობახიძის მიმართვაში.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან,…

Posted by საქართველოს მთავრობა on სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024

თინა ხიდაშელი: „ფორმატი არის ერთი – ერთი-ერთზე ტელევიზიაში, ლოგიკური არჩევანია საზმაუ. სულ ეს არის. ან მოდის ან უბრალოდ მშიშარაა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g