ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დებიდან ერთ-ერთი – ნია იუბილარია. ნიაკო 16 წლის გახდა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში გოგონების დედა, სოფიო ხარშილაძე წერს და შვილს დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს.
„ნია, 16 წლის. დაბადების დღეს გილოცავ
მინდა უსასრულოდ და მთელ სამყაროს გავაგებინო როგორი შვილი ხარ.
ერთეულები თუ დადიან შენნაირები.
შეუფასებელი ადამიანი,შვილი,მოსწავლე,მეგობარი ხარ.ყველგან და ყოველთვის გამორჩეული.
და ახლაც სამყაროს დედამიწას დაუმტკიცე რომ შენნაირი ძლიერი ადამიანი იშვიათია
მზის გოგო ხარ.
შენს გამო შევძლებ შეუძლებელს!!!“ – წერს სოფიო ხარშილაძე.
ცნობისთვის, შემთხვევა ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახათ, როცა გზაზე გადადიოდნენ.