LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი: საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს გადამეტებული ძალის გამოყენება და უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება

129
1599472188-ევროკავშირი09-1024x614

საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს გადამეტებული ძალის გამოყენება და უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ზე წერს.

„საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოში მომიტინგეების თვითნებური დაკავების, მათ მიმართ ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს გადამეტებული ძალის გამოყენება და უზრუნველყოს შეკრების თავისუფლება. ძალადობის ყველა აქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული“, – აცხადებს კაია კალასის პრესსპიკერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g