გაცილებით სწრაფი და ნაკლებად ინვაზიური და ხელმისაწვდომი, ვიდრე ქირურგიული ბიოფსია – მეცნიერებმა თავის ტვინის კიბოს დაფიქსირების ახალი მეთოდი შეიმუშავეს.
მეცნიერების მიერ შემუშავებული ახალი მეთოდი გამოიყენება ტვინის კიბოს, კერძოდ გლიობლასტომის, დასაფიქსირებლად და წარმოადგენს ქირურგიული ბიოფსიის ალტერნატივას. მეცნიერების განმარტებით, საჭიროა მხოლოდ 100 მიკროლიტრი სისხლი და მხოლოდ ერთი საათი, რომ დააფიქსიროს ტვინის ყველაზე გავრცელებული და მომაკვდინებელი ტიპის, გლიობლასტომასთან დაკავშირებული ბიომარკერები.
ვიდეო: მსოფლიო მედიცინის ისტორიაში პირველად რობოტმა ქალს ფილტვის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარა – ამერიკელი ქირურგების გუნდის მიერ დაწერილი ახალი ისტორია მედიცინაში
მეცნიერების თქმით, ტრანსპლანტაცია წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წარმატებას რობოტულ ქირურგიაში.
მეცნიერები ამბობენ, რომ აღნიშნული უახლესი მეთოდი საუკეთესოა და გლიობლასტომის ყველა ამჟამინდელ ტესტს და მარკერს გაუმჯობესებული სიზუსტით სჯობნის. რევოლუციური მეთოდი ამერიკელ და ავსტრალიელ მკვლევართა ჯგუფმა შექმნა, რომელსაც აშშ-ის ნოტრ-დამის უნივერსიტეტის მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ. მკვლევართა ჯგუფის განმარტებით, მათი კონცეფციის მტკიცებულება ჯერ სრულყოფილი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია დიაგნოსტიკაში.
ტესტი ეფუძნება სისხლის მუტირებული ბიომარკერების შეგრძნებას, რომელსაც ეპიდერმულ ზრდის ფაქტორ რეცეპტორებს უწოდებენ და რომლებიც ზედმეტად გამოხატულია გლიობლასტომაში. სიმსივნურ უჯრედთა მიერ გამოყოფილი მოლეკულების დასაფიქსირებლად, მკვლევრებმა სუპერმგრძნობიარე ბიოჩიპი სისხლის პლაზმის დაუმუშავებელ ნიმუშში ჩადეს. ეს ჩიპი 2 დოლარზე იაფი ღირს და აღჭურვილია საწერი კალმის ბურთულის ზომის უპატარავესი სენსორით. მეცნიერების თქმით, ინტერფეისი შეიცავს ანტისხეულებს, რომლებიც მუტირებული EGFR-ების ეგზოსომებზეა გათვლილი.
როდესაც EGFR-ები ბიოჩიპს ეკვრიან, პლაზმის ხსნარში ხდება ძაბვის ცვლილება, რაც მაღალ უარყოფით მუხტს იწვევს. ეს კი შესაძლო კიბოს მანიშნებელია. ბიოჩიპი დატესტეს გლიობლასტომის მქონე 20 პაციენტის და 10 ჯანმრთელი ადამიანის სისხლის ნიმუშებზე. თითოეულ ტესტში თითო ჩიპი გამოიყენეს. საბოლოოდ, თხევადმა ბიოფსიამ კიბოს ბიომარკერები დიდი სიზუსტით დააფიქსირა:
როგორ შევანელოთ დაბერების პროცესი ასაკის მატების მიუხედავად – იტალიელი მეცნიერების უახლესი კვლევის შედეგები
კვლევა D ვიტამინის შესაძლო ეფექტები დაბერების ბიოლოგიურ ნიშნებზე.
„ჩვენი ელექტროკინეტიკური სენსორი ისეთი რამეების საშუალებას გვაძლევს, რაც დიაგნოსტიკის სხვა მეთოდებს არ შეუძლია“, – განაცხადა მეცნიერმა სატია ჯიოტი სენაპატიმ.
კვლევა Communications Biology-ში გამოქვეყნდა.
ვიდეო: „Kengoro“ – ახალი ჰუმანოიდი ბიჭი რობოტი, რომელიც სპორტულ ვარჯიშებს ასრულებს
ახალი სახის ჰუმანოიდი რობოტი მკვეთრად განსხვავდება სხვა რობოტებისგან.
ვიდეო: ჰუმანოიდი რობოტი თავის რობოტ ძაღლს პარკში ასეირნებს – სად დაფიქსირდა სიურრეალისტური კადრები, რომელიც სოცქსელში ვირუსულად გავრცელდა
რობოტი ჩინეთში, შანხაის ერთ-ერთ პარკში შენიშნეს, როგორ მიუძღვებოდა საბელით ლითონის ძაღლს.