LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (9-15 დეკემბრის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

3955
მიხეილ ცაგარელი

თვის ბოლომდე დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლის ფონზე მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებების და შეცდომების ალბათობა. გართულდება ადამიანებს შორის საერთო ენისა და ურთიერთგაგების მოძიება.

ვერძი – წინა კვირასთან შედარებით ბევრად რთული კვირაა, რომელიც შემოქმედებითი კრიზისის პერიოდადაც შეიძლება ჩაითვალოს. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ ჩანაფიქრის განხორციელება და სასურველი შედეგის მიღწევა. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, რადგან მაღალია ახლობლებთან, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან კონფლიქტის ალბათობა, რაც შესაძლოა დაშორებითაც დასრულდეს. სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით ვალდებულებების არასწორად გადანაწილება და იმ ადამიანების იმედზე ყოფნა, ვინც ნდობას არასდროს ამართლებდა. კარგად დაფიქრდით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას და არჩევანის გაკეთებისას. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტისა და ახალი საქმიანი პარტნიორების მოძიებისთვის.

კურო – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, რაც არ მოგცემთ გააქტიურების და დასახული მიზნების განხორციელების საშუალებას. მართალია, ყველა წვრილმანი გაგაღიზიანებთ, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა და გარშემომყოფების კრიტიკა. არაა გამორიცხული მოულოდნელმა ფინანსურმა პრობლემებმა ხარჯის გადახედვა და მსხვილ საყიდლებზე უარის თქმა გაიძულოთ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან ბევრი ეცდება თქვენ მოტყუებას და შეგნებულად შეცდომაში შეყვანას. თავი შეიკავეთ საქმიანი მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისგან.

ტყუპები – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაგრამ საერთო ნეგატიური ტენდენციების ფონზე თქვენც შეგექმნებათ პრობლემები. გაგიჭირდებათ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენა, ურთიერთგაგების შემცირების გამო კი, ვერ შეძლებთ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიებას. არ ღირს ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა კოლეგებისა და მეგობრების მიმართ, უმჯობესია მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ საკუთარ ვალდებულებებს.

კირჩხიბი – საკმაოდ მძიმე კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, ძალიან გაგაღიზიანებთ გარშემომყოფთა კრიტიკა, მაგრამ მაინც არ ღირს კონფლიქტში ჩაბმა, უმჯობესია საქმის გარჩევა უკეთესი დროისთვის გადადოთ. არ ღირს გაჯიუტება და მხოლოდ საკუთარი სურვილების ასრულებაზე ფიქრი, ბევრად სასიკეთო იქნება გამოცდილი ადამიანების მოსმენა და მათი რჩევის გათვალისწინება, რათა თავი დააღწიოთ შეცდომებს და ფინანსურ დანაკარგებს. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში გამოაშკარავდეს ძველი საიდუმლო, რომელიც დამატებით პრობლემებს შეგიქმნით. გადაამოწმეთ ექიმების მიერ დასმული ნებისმიერი დიაგნოზი, რადგან მაღალია სამედიცინო შეცდომების ალბათობა.

ლომი – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების გამოვლენას, მაგრამ საერთო ნეგატიური ტენდენციების ფონზე თქვენც შეგექმნებათ პრობლემები. არ ღირს ეგოიზმის გამოვლენა და საკუთარი სურვილების სხვებისთვის თავსმოხვევა, რადგან ასე მხოლოდ აგრესიას გამოიწვევთ, მეტიც, არაა გამორიცხული თავად აღმოჩნდეთ პარტნიორთა და კოლეგათა გავლენის ქვეშ, რაც  უკმაყოფილების მიუხედავად, მაინც გაიძულებთ მათი მოთხოვნების შესრულებას.

ქალწული – კონფლიქტების კვირაა. უსიამოვნებები შეგექმნებათ კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, მით უფრო, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ბრაზის და წყენის დამალვა. არაა გამორიცხული ინტერესთა კონფლიქტმა პარტნიორებთან მანამდე გაფორმებული კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაუქმება გაიძულოთ. მართალია, ყველასგან გაცლა და განმარტოება მოგინდებათ, მაგრამ არ ღირს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, რადგან ასე მხოლოდ გააღრმავეთ სულიერ კრიზისს.

სასწორი – ერთგვარი აღმოჩენების კვირაა, რადგან ობიექტურად შეძლებთ მიმდინარე მოვლენების შეფასებას და გარშემომყოფების რეალური სახის დანახვას, არაა გამორიცხული ამგვარმა აღმოჩენამ გული გატკინოთ და იმედი გაგიცრუოთ. მოერიდეთ მოვლენების დრამატიზირებას, არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება და  უკიდურესობიდან უკიდურესობაში გადასვლა, უმჯობესია მიიღოთ რეალობა და იმოქმედოთ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით. არ ღირს საეჭვო გარიგებებსა და ავანტიურებში მონაწილეობა, რათა თავი დაიცვათ ფინანსური შეცდომებისგან.

მორიელი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოერიდეთ კონფლიქტებს, მართალია, თანდაყოლილი სიმტკიცე და შეუპოვრობა შეტევაზე გადასვლისკენ გიბიძგებთ, მაგრამ არ ღირს ემოციებს აყოლა და დაძაბული სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება, უმჯობესია დათმოთ და დროებით უკან დაიხიოთ, რადგან თქვენს აგრესიას გარშემომყოფებიც აგრესიით უპასუხებენ.  თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისა და ფულის ზედმეტად ხარჯვისგან, რადგან შესაძლოა სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ძველი ვალების დაფარვა ან ფინანსური შეცდომების გამოსწორება. არაა გამორიცხული პროფესიულ სფეროში შექმნილმა სირთულეებმა საერთოდ გული აგიცრუოთ საყვარელ საქმესა და კოლეგებზე.

მშვილდოსანი – მართალია, მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით, მაგრამ საერთო ნეგატიური ტენდენციების ფონზე თქვენც მოგიწევთ სირთულეების დაძლევა, რადგან სწორედ ამ პერიოდში გამოცდის სამყარო თქვენს მოთმინებას. ძალიან გაგიჭირდებათ დაგეგმილის განხორციელება, მაგრამ მაინც არ ღირს გაღიზიანება, მით უფრო, რომ თავად მიხვდებით, რამდენად ფუჭი და უსარგებლო იყო თქვენი ჩანაფიქრი. გამოიჩინეთ მეტი თავდაჭერა ხელმძღვანელებთან და უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას, მოისმინეთ და გაითვალისწინეთ მათი რჩევები.

თხის რქა – წლის მანძილზე ერთ-ერთი ურთულესი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსისა და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, არაა გამორიცხული გახდეთ ავად ან გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს, რადგან მაღალია ენერგოველის დაბინძურების ალბათობა, ყურადღების გამოჩენა გმართებთ კონკურენტებისა და მოშურნეების მიმართაც, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენს შეფერხებას. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ვერც ახლობლების მხარდაჭერას მიიღებთ, ვერც შეცდომებისგან შეძლებთ თავის დაღწევას. ეცადეთ საღი გონებით შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები და ადამიანები, რომლებიც თქვენს გვერდით არიან, რადგან სუბიექტური აღქმა მხოლოდ ზარალს მოგიტანთ. თავი შეიკავეთ საიდუმლოს გათქმისგან, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელით.

მერწყული – გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის მიუხედავად, კვირა მაინც რთული იქნება, რადგან ვერ შეძლებთ ჩანაფიქრის განხორციელებას. ძალიან გაგიჭირდებათ საერთო ენის მოძიება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან, რაც გაღიზიანების და თვითრწმენის დაკარგვის მიზეზი გახდება. არაა გამორიცხული სწორედ პარტნიორები გახდნენ თქვენი მთავარი კონკურენტები, ვისთანაც გაჯიბრება აუცილებლად მარცხით დასრულდება. ყურადღებით დააკვირდით მიმდინარე მოვლენებს, რათა არ გამოგრჩეთ ყველაზე მნიშვნელოვანი და არ იგრძნოთ თავი საზოგადოებისგან გარიყულად. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და კაპიტალის დაბანდებას, რადგან მაღალია შეცდომების ალბათობა.

თევზები – ნაკლებად კომფორტული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს გააქტიურება და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათი შესრულება, უმჯობესია შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც კარგად და მარტივად გამოგდით. მართალია, გარშემომყოფებისგან მწვავე კრიტიკის მოსმენა მოგიწევთ, მაგრამ მაინც არ ღირს გაღიზიანება და კამათში ჩაბმა. გამოიჩინეთ დიპლომატია ხელმძღვანელებთან და უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას, მოისმინეთ და გაითვალისწინეთ მათი რჩევები, რადგან მოჭარბებული ამბიციები და თვითრწმენა თითქოს ყველაფერი ყველაზე კარგად იცით, არა მხოლოდ გარშემომყოფებთან შეგიქმნით პრობლემებს, არამედ მატერიალურადაც გაზარალებთ.

გეომაგნიტური დღეები – 9, 12, 14 და 15 დეკემბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები