Let It Snow! Let It Snow! Let It Snow! ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი საახალწლო სიმღერაა, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში ასოცირდება ზამთრის ჯადოსნურ ატმოსფეროსთან და ახალი წლის დღესასწაულთან. მისი შექმნის ისტორია ბევრისთვის გასაოცარი შეიძლება აღმოჩნდეს. Let It Snow შეიქმნა 1945 წელს, როცა სამი კაჰნი და ჯულ სტაინი კალიფორნიაში, ზაფხულს ცხელ დღეებს ატარებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი საახალწლო ან საშობაო თემას პირდაპირ არ ეხება, ის მაინც საახალწლო სიმღერად აღიქმება, რადგან აქ ყველაფერია, რაცა ახალ წელს ასე უხდება, სახლში დარჩენის მყუდროება, თოვლი ფანჯრებს მიღმა, ხანძრის ალი ბუხარში და თბილი ატმოსფერო. არც შობა და არც ახალი წელი, სიმღერის ტექსტში, ნახსენები არ არის.
8 საშობაო ჰიტი, რომელიც ახალი წლის განწყობას გიქმნით
სიმღერა პირველად 1945 წელს ჩაწერა ვონ მონრომ და ეს ვერსია მალევე იქცა ჰიტად. მოგვიანებით Let It Snow შეასრულეს ისეთმა შემსრულებლებმა, როგორებიც არიან ფრენკ სინატრა, დენ მარტინი და ბოლოს მაიკლ ბუბლე. სწორედ დენ მარტინის 1959 წლის ვერსია ითვლება ყველაზე ცნობილ და ყველაზე ხშირად გამოყენებულ ვერსიად ფილმებსა და სარეკლამო რგოლებში.
სიმღერა გვხვდება 1988 წლის ფილმში „კერკეტი კაკალი”, ასევე 1990 წლის ფილმში „მარტო სახლში”, ყველაზე რომანტიკულ საშობაო ფილმში “არდადეგები” და რომანტიკულ მელოდრამაში „სიყვარულის ამბავი.“ ითვლება, რომ სიმღერა Let It Snow, არ არის მხოლოდ მუსიკალური შედევრი, ის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილიცაა. მისი მარტივი მელოდია, დახვეწილი ტექსტი და უნივერსალური განწყობა, იდეალურად ერგება ზამთარს, სეზონს, რომელიც მხოლოდ შობის დღესასწაული არ არის.