LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ქუთათელაძე: „ამ დღეების მანძილზე ნაცემი ხალხის მიმართ არ აღშფოთდით და დღევანდელმა ასე ძალიან რატომ იმოქმედა? ისე არანაირი სხვაობა არაა, სუსი გცემს, კუდი, ხარება თუ ქოცების ძველ ბიჭობა, არაა სამართლიანი ეს დამოკიდებულება“

526
ნატალია ქუთათელაძე

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ნატალია ქუთათელაძე ეხმაურება.

ნატალია კითხულობს, საზოგადოების ნაწილი გასული დღეების განმავლობაში ნაცემ მოქალაქეებზე რატომ არ აღშფოთდა სათანადოდ.

მუსიკოსი აღნიშნავს, რომ ეს დამოკიდებულება არასამართლიანია.

„ძალიან მიხარია რომ ვხედავ სრულიად ერის აღშფოთებას! ერთი კითხვა მაქვს, პატარა ქალაქია და ყველამ ვიცით დაახლოებით ვისი შურისძიება იყო დღეს, მაგრამ!!!

ამ დღეების მანძილზე ნაცემი ხალხის მიმართ არ აღშფოთდით და დღევანდელმა ასე ძალიან რატომ იმოქმედა?

ისე არანაირი სხვაობა არაა, სუსი გცემს, კუდი, ხარება თუ ქოცების ძველ ბიჭობა. არაა სამართლიანი ეს დამოკიდებულება,“ – წერს ნატალია ქუთათელაძე.

ვიდეო: „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს თავს დაესხნენ – კადრები ადგილიდან

როგორია „ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი

„ჩვენ რომ მოგვკლავენ, მერე ნეკროლოგების წერა და ცრემლების ღვრა არ დაიწყოთ! ასეთ ქვეყანას, აშენებთ თქვენ!“ – ნოდარ მელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g