ბრიტანულმა პრემიალურმა საავტომობილო კომპანია Rolls-Royce-მა Rolls-Royce Phantom VIII-ის რეკლამა უკან გაიწვია, რადგან რგოლში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ფიქსირდებოდა. ვიდეორგოლში, ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი Skepta მეგობართან ერთად ავტომობილის უკანა სავარძელზე მუსიკალურ ტრეკს წერს, ამ დროს ავტომობილი შვეიცარიის გზებზე გადაადგილდება. ვიდეორგოლი მას შემდეგ აიღო მწარმოებელმა, რაც ყველა მაყურებელმა ნახა, რომ ფერადკანიანი მსახიობები უსაფრთხოების ღვედის გარეშე გადაადგილდებოდნენ.
შვეიცარიის კანონმდებლობის თანახმად, უკანა მგზავრებს ღვედი შეკრული უნდა ჰქონდეთ. ამიტომაც Rolls-Royce-ის წარმომადგენლებმა რგოლი უკან გაიწვიეს. ვიდეოს აღარ ატრიალებენ ტელევიზიით და წაშალეს YouTube-ის ოფიციალური გვერდიდან.
http://old.autoradio.ge/video/britanelma-reperma-rolls-royce-phantom-musikalur-stidiad-gadaaqcia/