LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rolls-Royce La Rose Noire Droptail: ორკარიანი როდსტერი 25 მილიონ დოლარად

153
p90519409-highres-rolls-royce-la

ბრიტანულმა მარკა Rolls-Royce-მა წარადგინა Droptail: ეს არის ექსკლუზიური ორკარიანი როდსტერი, რომლის გამოშვება კომპანიამ შეზღუდული ტირაჟით გადაწყვიტა – მხოლოდ 4 ცალი.

წინა ნაწილი შედარებით ჩვეულებრივია. გამოყენებულია საფირმო რადიატორის ბადე და შუქდიოდური ოპტიკა.

ძარის ფერი ფერს იცვლის განათების დონის მიხედვით. ჩრდილში თითქმის შავია, მზეზე წითელ იერს იღებს. კარი მოძრაობის საწინააღმდეგოდ იღება.

უნიკალურია ინტერიერი. ზედა ნაწილი გალამაზებულია „გაცვენილი ვარდის ფურცლების“ გამოსახულებით. ეს პანო შავი ხის 1603 ელემენტისგან დაამზადეს. სავარძლები გააკეთეს True Love Red და Mystery Red ტყავისგან. წინა პანელზეა შეკვეთით დამზადებული საათი Audemars Piguet.

სალონშია შამპანურის შესანახი, ბროლის ბოკლები, სერვირების სხვა საგნები.

ამ ორკარას სიგრძეა 5.3 მეტრი, სიგანე – 2 მეტრი.
ის აღჭურვილია 600 ცხენის ძალიანი 6.75 ლ ბიტურბოძრავი V12-თი. 100 კმ/სთ-ს 5 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარეა 250 კმ/სთ.

Rolls-Royce ამ ექსკლუზივის ფასს არ ახმაურებს, მაგრამ Сarscoops.com საკუთარ წყარიოზე დაყრდნობით ამბობს, რომ ფასი დაახლოებით 25 მლნ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები