ამერიკულმა ჟურნალმა Forbes, ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების საუკეთესო ათეული გამოაქვეყნა. ამ სიას სათავეში ჩაუდგა ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი – მისმა შემოსავალმა კარიერის განმავლობაში 1.85 მილიარდი დოლარი შეადგინა.
გამოთვლისას ითვალისწინებდნენ ხელფასს, საპრიზო თანხებს, ბონუსებს, აგრეთვე, შემოსავლებს სარეკლამო კონტრაქტებიდან 2017 წლის პირველი ივნისისთვის არსებული ინფლაციის გათვალისწინებით.
როგორც Forbes აღნიშნავს, ჯორდანი კვლავაც დიდ თანხას გამოიმუშავებს სარეკლამო კონტრაქტების მეშვეობით. მილიარდერად ის აქცია ინვესტიციებმა კალათბურთში, კერძოდ, კლუბ “შარლოტ ჰორნეტსის” აქციათა 90 პროცენტის შეძენამ. ამ მომენტისთვის, მისი კლუბი 780 მილიონი დოლარი ღირს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები – კრიშტიანო რონალდო (“რეალი”) და ლიონელ მესი (“ბარსელონა”) ათეულში ვერ მოხვდნენ. პორტუგალიელი მე-12 ადგილზეა 725 მილიონი დოლარით, არგენტინელი – მე-16 ადგილზე 600 მილიონით.
ისტორიაში ყველაზე მდიდარი სპორტსმენების TOP10 ასე გამოიყურება:
1. მაიკ ჯორდანი (კალათბურთი) – 1.85 მილიარდი
2. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – 1.7 მილიარდი
3. არნოლდ პალმერი (გოლფი) – 1.4 მილიარდი
4. ჯეკ ნიკლაუსი (გოლფი) – 1,2 მილიარდი
5. მიხაელ შუმახერი (ფორმულა 1) – 1 მილიარდი
6. ფილ მიკელსონი (გოლფი) – 815 მილიონი
7. კობი ბრაიანტი (კალათბურთი) – 800 მილიონი
8. დევიდ ბექჰემი (ფეხბურთი) – 800 მილიონი
9. ფლოიდ მეივეზერი (კრივი) – 785 მილიონი
10. შაკილ ო’ნილი (კალათბურთი) – 735 მილიონი