ჯეი ლომ თავისი 250 მილიონი „ინსტაგრამ“ გამომწერი ახალი ფოტოებით გაანებივრა. 55 წლის არტისტი და მსახიობი თავისი ახალი ფილმის, „შეუჩერებლის“ პრომოუშენითაა დაკავებული.
„შეუჩერებლის პრესის დღე“, – ასე დაასათაურა ფოტოების სერია ლამაზმანმა, რომელიც ულამაზესი, ღია კრემისფერი, საოცრად ორიგინალური კაბით პოზირებს.
ცნობისთვის, კინოსურათის პრემიერა 16 იანვარს შედგება და მისი რეჟისორები ჯეი ლოს ექს-მეუღლე, ბენ აფლეკი და მისი საუკეთესო ბეგობარი, მეთ დეიმონი.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის „ოქროს გლობუსის“ ნომინანტების ვინაობა სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ჯენიფერ ლოპესმა ვერც ამჯერად დაიმსახურა ნომინაცია ახალი ფილმისთვის.
ჯეი ლოს პირველი პოსტი ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის დამაინტრიგებელი ფოტოების შემდეგ
ფოტო/ვიდეო: რევანშისტული კაბა და საბედისწერო მზერა – ჯეი ლომ ირგვლივ ყველა და ყველაფერი დაჩრდილა