LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, მკაცრად გააკრიტიკოს თავისი მეგობარი მაკრონი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილთან საუბარი გამართა“

345
მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა – „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და ურჩევს, „მკაცრად გააკრიტიკოს საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილთან საუბარი საკუთარი ინიციატივით გამართა“.

„სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, მკაცრად გააკრიტიკოს თავისი მეგობარი მაკრონი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილთან საუბარი გამართა.

ეს შეიძლება მართლა გააკეთონ, ისე არიან მომსახურების ზონიდან გასულები, მაგრამ ცივილიზებულ სამყაროში ჩვენ გვეიმედება ხალხი, რომ საბოლოოდ, იმ არასწორი და უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად, თუნდაც პარალელურად, ისინი შეეცდებიან საუბარს დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებასთან, მისი პარტიის დამფუძნებელთან, მისი პარტიის წარმომადგენლებთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და ა.შ.“ – თქვა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g