„ყველა კარგად ვხედავთ, რამხელა ზიზღი, რამხელა შეურაცხყოფა და ბულინგი მოდის – ხვიჩას ვერაფერს დააკლებენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ კრიტიკის თაობაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ლიბერალების ბულინგმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, რაც მათ იმიჯს აზიანებს, ხოლო კვარაცხელია მალე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება და მას მსგავსი კამპანიით ვერაფერს დააკლებენ“.
„ყველა კარგად ვხედავთ, რამხელა ზიზღი, რამხელა შეურაცხყოფა და ბულინგი მოდის მათი მხრიდან. ეს, პირველ რიგში, მათ აყენებს ზიანს და მათთვის არის დამაზიანებელი, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვფიქრობ, ეს უკვე თითქოს ძალადობრივ მოქმედებაში გადაუვიდათ და ამას ყველა ხვდება და ყველა აცნობიერებს უკვე. ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ იმიჯს აზიანებს. ხვიჩას ვერაფერს დააკლებენ და დარწმუნებული ვარ, სულ მალე იგი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელიც კომენტარს „ქართული ოცნება“ ავრცელებს.