LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 400 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

112
ილონ მასკი

ილონ მასკი კაცობრიობის ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის კაპიტალმაც 400 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. Bloomberg-ის მონაცემებით, იგი ამჟამად 447 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებას ფლობს, რითაც თითქმის 200 მილიარდი დოლარით უსწრებს მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ ჯეფ ბეზოსს.

ილონ მასკი, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, ერთბაშად 218 მილიარდი დოლარით გამდიდრდა, რაც პირდაპირ უკავშირდება დონალდ ტრამპისადმი მის მხარდაჭერას – იგი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი იყო. როგორც ცნობილია, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ილონ მასკი „სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის“ ხელმძღვანელად დაინიშნება და ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტის 2 ტრილიონი დოლარით შემცირებას შეეცდება.

ილონ მასკის კიდევ უფრო გამდიდრება მისი კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის კაპიტალის 350 მილიარდ დოლარამდე ზრდასაც უკავშირდება, რითაც ის ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპი გახდა მსოფლიოში. ბოლო პერიოდში, SpaceX-თან ერთად, 140%-ით გაძვირდა Tesla-ს აქციებიც, რაც ილონ მასკის მთავარი აქტივია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g