გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი თვლის, რომ პრეზიდენტ მაკრონის ბიძინა ივანიშვილთან საუბარი აშკარად უშედეგოდ დასრულდა. ამის შესახებ ის X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„პრეზიდენტ მაკრონის ოლიგარქ ივანიშვილთან საუბარი აშკარად უშედეგოდ დასრულდა. ცვლილებისთვის, ევროპელ ლიდერს შეუძლია ნახოს პრო-ევროპელი ქართველები, რათა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადოს.
ყველა თვალი საქართველოზე!” , – წერს როთი.