ბელა ჰადიდი შესანიშნავი მხედარი რომაა, ეს ფაქტი სიახლეს უკვე დიდი ხანია აღარ წარმოადგენს. როგორც ჩანს, მოდელმა აღნიშნულ სპორტს სერიოზულად მოჰკიდა ხელი. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 28 წლის ლამაზმანმა საცხენოსნო შეჯიბრში „წლის ახალბედა ჟოკეის“ ტიტული მოიპოვა.
საოცრად შთამბეჭდავი ფოტოებისა და ვიდეოების სერია ბელამ „ინსტაგრამზე“ გაავრცელა და უამრავი მილოცვაც მიიღო.
ცობისთვის, ბელა ახლა „ვესტერნის“ ჟანრის ფილმში „იელოსტოუნში“ იღებს მონაწილეობას. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ბელა ჰადიდის ახალი რომანის შესახებ ცნობები გასულ წელს გავრცელდა. მოდელი ცნობილ ჟოკეის, ადან ბანუელოსს ხვდება.
ბელა ჰადიდის პაემანი ვესტერნის ჟანრში – მოდელმა გულისსწორი გამოაჩინა
მარკ კალმანთან განშორების შემდეგ, ბელა ჰადიდი ცნობილ ჟოკიეს ხვდება – პაპარაცული ფოტოები