შვედეთი, დანია და ნიდერლანდები გენდერული თანასწორობის საკითხში ევროპაში ისევ ლიდერები არიან. საინტერესო რეიტინგს გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტი ყოველ წელს ადგენს.
რეიტინგი ქვეყნებს რამდენიმე საკვანძო მაჩვენებლის მიხედვით აფასებს: არსებობს თუ არა დისკრიმინაცია გენდერული ნიშნით სამსახურში (მაგალითად, არის თუ არა ქვეყანაში ძალიან „კაცური“ ან „ქალური“ პროფესიები); ერთნაირად არიან თუ არა წარმოდგენილი ქალები და კაცები მთავრობაში; აქვთ თუ არა მათ ერთნაირი შესაძლებლობა მიიღონ განათლება; არის თუ არა სხვაობა ხელფასებში; ერთნაირ დროს უთმობენ თუ არა ისინი თავის თავს (თუ ქალები მეტ დროს ხარჯავენ სახლის საქმიანობაზე); ერთნაირი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ თუ არა (მათ შორის ფსიქოლოგიური და სექსუალური).
შვედეთი რეიტინგის ლიდერია და ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს თითქმის ყველა კრიტერიუმით, გარდა საკუთარი თავისთვის დათმობილი დროის მაჩვენებლისა: ამ საკითხში ქვეყანამ მე-3 ადგილი დაიკავა.
ევროპის გენდერულად თანასწორი ქვეყნების ათეული:
- შვედეთი
- დანია
- ნიდერლანდები
- ესპანეთი
- ბელგია
- საფრანგეთი
- ლუქსემბურგი
- ფინეთი
- ირლანდია
- გერმანია
მთლიანობაში რეიტინგი 27 პოზიციას აერთიანებს და ბოლო ადგილები რუმინეთს, უნგრეთს და საბერძნეთს მიანიჭეს.