LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ჩაჩუა: „სოცქსელებში ვხედავთ საზოგადოების ერთიანობის დაშლის სათავეს. არიან ჯგუფები, ე.წ. ბაბლები, რომლებისთვისაც არ არსებობს ჭეშმარიტება არც ისტორიაში და არც კონკრეტულ სივრცეში.­..“

450
ნანა ჩაჩუა

საყოველთაო ბულინგია ქვეყანაში, მაღაზიაში, სამეზობლოში, სოციალურ ქსელში, სადაც ვერ გაარკვევ ტყუილ-მართალს… თუ ვინიცობაა, ერთის აზრი არ ეთანხმება მეორეს, ერთმანეთს შეურაცხყოფენ, ქოლავენ, იმეტებენ, აბულინგებენ… ასეა ვირტუალურ თუ რეალურ ცხოვრებაში… ბულინგის თემაზე სასაუბროდ „კვირის პალიტრა“ ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას დაუკავშირდა.

„სოცქსელებში ვხედავთ საზოგადოების ერთიანობის დაშლის სათავეს. არიან ჯგუფები, ე.წ. ბაბლები, რომლებისთვისაც არ არსებობს ჭეშმარიტება არც ისტორიაში და არც კონკრეტულ სივრცეში.­

იწერება ასეთი რაღაცები: „თუ ჩემთან არ იქნები და ამას არ გააკეთებ, გაქრები ჩემი სივრციდან!“ „წამშალე, ან მე წაგშლი!“ – აი, ეს არის გარიყვა. თემიდან გარიყვა!

თემიდან გარიყვის შიში არ ჰქონია ალუდას. იმიტომ, რომ ის იმ უმაღლეს ღირებულებებთან იყო, სადაც, ადრე თუ გვიან, ყველა მივა. მე ხშირად მითქვამს: ჭეშმარიტება ისეთი რამაა, თუ თავად არ მიხვედი მასთან, ცხვირ-პირს დაგვამტვრევინებს და მაინც მიგიყვანს. ლუკას სახარებაშია ნათქვამი: „არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს“, კიდევ, ძველი აღმოსავლური შეგონებაა: „ტყუილი წარმოშობს ვალს სიმართლის წინაშე, რომლის გადახდაც აუცილებლად მოგვიწევს“.

სწორედ ბულინგია ტყუილში ცხოვრება, ბაბლის სამყაროც ტყუილია, იქ სიმართლე­ არ არის და ამით წარმოშობ ვალს სიმართლის ანუ ზოგადკაცობრიული ღირებულებების წინაშე, რომლის გადახდა აუცილებლად მოგიწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g