LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი“ გენერალურ პროკურორს ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების მოთხოვნით შუამდგომლობას სთხოვს: „კანონმორჩილი, პატრიოტი ადამიანის და უაღრესად ნიჭიერი პროფესიონალის პატიმრობა მიგვაჩნია უსამართლო გადაწყვეტილებად“

141
ანდრო ჭიჭინაძე

„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი“ საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს განცხადებით მიმართავს და მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების მოთხოვნით შუამდგომლობას სთხოვს.

განცხადებას ხელს აწერს თეატრის ყველა, 170 თანამშრომელი.

„ჩვენ, ხელის მომწერნი, სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ვითხოვთ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას.

ვიცნობთ რა ანდრო ჭიჭინაძეს, როგორც კანონმორჩილ, სანიმუშო მოქალაქეს, პატრიოტ ადამიანს და უაღრესად ნიჭიერ პროფესიონალს, მისი პატიმრობა მიგვაჩნია უსამართლო გადაწყვეტილებად.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე.

განცხადებას თან ახლავს თეატრის ყველა თანამშრომლის, 170 ხელმოწერა“, – აღნიშნულია თეატრის მიმართვაში.

„ყველა ტოტალიტარულ სახელმწიფოს ეშინია ხელოვნების, რადგან მასში არის სიმართლის ხმა“ – მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა

საქართველოს გენერალურ პროკურორს ბატონ გიორგი გაბიტაშვილს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის …

Posted by ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი Vaso Abashidze State New Theatre on ორშაბათი, 16 დეკემბერი, 2024

ცნობისათვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდა. ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

magti 5g