LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსახიობების ვიდეომიმართვები: „თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და სისტემის ყველა უკანონო პატიმარს! ძალა ერთობაშია!“ – ცნობადი სახეები ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

299
ანდრო ჭიჭინაძე

16 დეკემბერს, „ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს მიმართავს და საკუთარი დასის წევრის, 5 დეკემბერს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების მოთხოვნით შუამდგომლობას სთხოვს. აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერს თეატრის ყველა, 170 თანამშრომელი.

განცხადების გავრცელების შემდეგ, „ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი“ „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს მსახიობების ვიდეომიმართვების კოლაჟს, რომელშიც დასის წევრები ერთი, მთავარი ფრაზით ერთიანდებიან:

„თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და სისტემის ყველა უკანონო პატიმარს! ძალა ერთობაშია! შევხვდებით თეატრში, ანდროსთან ერთად“.

აღნიშნულ მოწოდებას უერთდება არაერთი მსახიობები, მათ შორის გივიკო ბარათაშვილი, კახა კინწურაშვილი, ნათია ბუნტური, არჩილ სოლოღაშვილი, სოფო ნიჟარაძე, ნატა ბერეჟიანი, ანა ქურთუბაძე, ზაალ ჩიქობავა, გიგა დათიაშვილი, გიორგი ვარდოსანიძე, ბუბა გოგორიშვილი, ნანა ბუთხუზი, ნანკა კალატოზიშვილი, ნინო კასრაძე, გიორგი ცხადაძე და სხვები.

ცნობისათვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდა. ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„თითქოს აღარაფერი გაგიკვირდება, მაგრამ მაინც ძალიან გასაკვირია ჩემთვის ანდროსნაირი კეთილსინდისიერი და წესიერი მოქალაქე სახლში შევარდნით რომ დაიჭირეს“ – ბახვა ბრეგვაძე ანდრო ჭიჭინაძის დაკავებაზე

magti 5g