მომღერალ სოფო ნიჟარაძისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქალიშვილი, ალისკა სააკაშვილი 6 წლის გახდა. აღნიშნულ იუბილესთან დაკავშირებით გოგონამ განსაკუთრებული და მოულოდნელი საჩუქარი მიიღო.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ალისკას მამამ დაბადების დღის საჩუქრად ლეკვი გამოუგზავნა.
სოფო ნიჟარაძემ შვილის ემოციური რეაქცია და უსაყვარლესი საჩუქრის მიღების მომენტი გამომწერებს სოციალურ ქსელში გაუზიარა, სადაც ჩანს, თუ როგორ გაახარა 6 წლის ალისკა მამის გამოგზავნილმა სიურპრიზმა.
