LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ალისა უკვე გეგმავს, რომ როდესაც მიშა საპატიმროდან გამოვა, ქორწილი უნდა გადავიხადოთ – მე ყვავილები უნდა დავყაროო, ამბობს ხოლმე…“ – სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილისა და ქალიშვილის, ალისას შესახებ

779
page

სოფო ნიჟარაძე გადაცემაში „სარკასტიკა“ თავისი ქალიშვილის შესახებ საუბრობს.

„ალისას დედად მიცნობენ უკვე მართლა, ვიდრე სოფო ნიჟარაძედ. ხანდახან ვფიქრობ, ღმერთო, ჩემო… ბავშვი ისეთია, თავისი იდეები აქვს. კონტენტზე თავად ფიქრობს. 6 წლის ხდება. ძალიან დიდურად ველაპარაკები უკვე. ძალიან ჭკვიანია… კარგად იცის ინგლისური, ცოტა რუსულიც, ახლა ფრანგულის დაწყებაც უნდა… ვეუბნები, დედიკო, მე რომ ვუყურებ, შენს სთორებს ბევრად მეტი ნახვა აქვს, ვიდრე ჩემსას-მეთქი. რეკლამა მაქვს გასაკეთებელი და შეგიძლია, რამე მომიფიქრო-მეთქი. რისი რეკლამა გაქვს გადასაღები, შენ აქ დაჯდები, ამოიღებ კრემს, დაიწყებ გადასმას, მერე მე შემოვალ კადრში და გკითხავ, რას შვები დე, კრემს ისვამ, რომ არ დაბერდე? მეორე დღეს ისე ითამაშა, თითქოს იქვე მოიფიქრა…“

სოფომ ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილზე და მასთან ურთიერთობაზე:

კი, მიშა, გარკვეულწილად, “თავხედია”, მიმწოლი და ჩემი გული კიდევ ბევრი რამით მოიგო – ჭკუით, განათლებითა და იუმორით; ეს სწორედ ის მთავარი თვისებებია, რომლებიც ადამიანს უნდა ჰქონდეს. ალისა უკვე გეგმავს, რომ როდესაც მიშა საპატიმროდან გამოვა, ქორწილი უნდა გადავიხადოთ – მე ყვავილები უნდა დავყაროო, ამბობს ხოლმე. ხშირად მეკითხება, მე და მიშას გვქონდა თუ არა ქორწილი, თუმცა სიმართლე ისაა, რომ მე და მას ამ თემაზე არასდროს გვისაუბრია.

რაც შეეხება სანდრას, მასთან ურთიერთობა არ მაქვს, თუმცა და-ძმებს შორის იდეალური კავშირია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g