LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკეში მარშის დროს ეკლესიაში ფიზიკურად არ შემოჭრილან: დეკანოზი შალვა კეკელია

635
Capture

ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია ამბობს, რომ ვაკეში მარშის დროს ეკლესიაში ფიზიკურად არ შემოჭრილან. ამის შესახებ დეკანოზს „პუბლიკა“ ესაუბრა.

„არა, არა, ეკლესიაში ფიზიკურად არ შემოჭრილან“, – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.

გიორგი ზვანელი: „ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც აქციის დროს შალვა კეკელიასთან მივიდა, სრულიად მშვიდად ვთხოვე ორ შეკითხვაზე გაეცა პასუხი… არავის უგინებია პატრიარქი და ეკლესია“

„იმ დღეს მსვლელობა რომ დავინახე, [თავი] ავარიდე. ჩემი გარდაცვლილი მეგობრის შვილიშვილი უნდა მომენათლა, ტაძართან რომ არ დაძაბულიყო [სიტუაცია], ვიცოდი, რომ ეს მოხდებოდა და ყვირილს დამიწყებდნენ. შევედი ტაძრის ოთახში და რომ შევედი, როდესაც გამოიარეს, დაიწყეს ყვირილი – შე პროპაგანდისტოო; გეშინია ახალგაზრდებთან გამოსვლის, იქ ხომ არ მოდიხარ, აქაც ვერ გამოდიხარ, ბავშვების გეშინია, შე მოღალატეო და ა.შ. 

ვიდეო: „ეკლესიაში მოგვივარდნენ – „მოღალატეებო, ეკლესიის, ქვეყნის მტრებო გამოდითო“… კომუნისტების დროს ხდებოდა ეგრე, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა… აი, რატომ მეძახიან ქვეყნის მოღალატეს? რა გავაკეთე ისეთი?!“ – მამა შალვა კეკელია

უცებ, არ ვიცი, რა მოხდა ჩემში, გამოვვარდი ეგრევე და მივედი ამ ხალხთან. ვის ეძახით მოღალატეს, ან რატომ მეძახით, იცით ამ სიტყვის მნიშვნელობა-მეთქი?…

ვიდეო: „ჩვენი ქვეყნის ერთგული ვარ, ვინაა რუსი? ვინც რუსეთის პოლიტიკას ემხრობა, ყველა წყეული იყოს“ – მამა შალვა კეკელია აქციის მონაწილეებს

„.. არასწორი იყო ხმამაღალი საუბარი. მე ჩემი თავი, ჩემი სახე რომ დავინახე, ეგ მღვდლის სახე არ არის. მღვდელი ასე არ უნდა ვლაპარაკობდე, უნდა მქონდეს მოთმინება და ასე ნამდვილად არ უნდა მოვიქცე. არ მინდა, თავის მართლებაში ჩამეთვალოს ეს ყველაფერი, მაგრამ წლების დაგროვილი იყო ეს ყველაფერი. ამდენი წელი ასე რომ მაგინებენ, მლანძღავენ […] ვფიქრობ, რომ იმ დღეს ამ ყველაფერმა ერთად ამოხეთქა ჩემში, რაც სწორი არ იყო და ამას მე არ ვამართლებ“.  – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია. 

„შენდობას ვითხოვ, გუშინ თუ წყობიდან გამოვედი, თუ ხმამაღლა ვილაპარაკე – ნუ მთხოვთ, რომ მხარე ვიყო, იმიტომ რომ ჩემთვის ორივე მხარე ხართ ჩემი შვილები… თუ რომელიმეს გიყვარვართ და პატივს მცემთ, ჩემი მოწოდება იქნება, მოითმინოთ, ჩემ გამო ადამიანს არ შეაგინოთ“ – დეკანოზი შალვა კეკელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g