მიხეილ სააკაშვილი იუბილარია. მესამე პრეზიდენტი 57 წლის გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ წერს და სააკაშვილს იუბილეს ულოცავს.
„საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მთავარ შემქმნელს ვულოცავთ დაბადების დღეს! ვუსურვებთ მას მხნეობასა და ჯანმრთელობას!
პუტინ-ივანიშვილის პირადი პატიმარი 57-ე დაბადების დღეს უკანონო პატიმრობაში ხვდება.
ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის ბრძოლით, აუცილებლად შევძლებთ, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე ჩვენი სამშობლოს რუსული მარწუხებისგან დახსნას!“ – წერს პარტია.