სირიის გადაყენებული პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მეუღლე ასმა ასადი განქორწინებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ 49 წლის ყოფილი პირველი ლედი რუსეთიდან წასვლას გეგმავს, სადაც ასადი ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ იმყოფება. ოფიციალურ მიზეზად ასმა ალ-ასადის ავადმყოფობა სახელდება, ის წლებია სიმსივნეს ებრძვის და მედია წერს, რომ მას მკურნალობის გაგრძელება ბრიტანეთში სურს.
საინტერესოა, რომ ასმა ალ-ასადი ბრიტანეთის მოქალაქეა, თუმცა ის ევროკავშირის მიერ სანქცირებულია. ასმამ ქვეყნის დატოვების მოთხოვნით, მოსკოვის სასამართლოს უკვე მიმართა. აქვე ცნობილია, რომ რუსეთმა ალ-ასადის ყველა აქტივი გაყინა და მას პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევა აუკრძალა.
რატომ დაეცა ბაშარი: ოფთალმოლოგობიდან დიქტატურამდე – ასადების ნახევარი საუკუნე დასრულდა