LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა გოჩიაშვილი: „ჩემი მთავარი მუსიკა იმ ხალხის ხმაა, რომელიც რუსთაველზე მესმის… არავის არ უნდა მივცეთ, პირველ რიგში, ე.წ. ხელისუფლებას იმის უფლება, რომ რუსეთი შემოგვაპაროს ევროპულად შეფუთული“

126
ბექა გოჩიაშვილი

სლაიდზე გამოყენებული ფოტო: ზურაბ ცერცვაძე

მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის უწყვეტი პროტესტი, რომელსაც რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად ვხედავთ, ქართველი ხალხის სიმტკიცისა და ბრძოლისუნარიანობის გამოვლინებაა.

„სიმშვიდე, ბრძოლა წინ და წინ, რა თქმა უნდა, მათი [ხელისუფლების] წინააღმდეგობა ბევრად მეტ ძალას გვაძლევს… თავისუფლებისთვის მებრძოლ აქტივისტებს დავიხსნით, ძილი არეული გვაქვს, მაგრამ მშვიდად ძილის დროც მოვა აუცილებლად, მშვიდად დაკვრის დროც მოვა, მუსიკასაც ბევრად მეტი ფასი ექნება, რადგან ჩვენ ახლა ერთი საერთო პროფესია გვაერთიანებს – ეს არის ჩვენი ქვეყნის ბედი…

არავის არ უნდა მივცეთ, პირველ რიგში, ე.წ. ხელისუფლებას იმის უფლება, რომ რუსეთი შემოგვაპაროს ვითომ ევროპულად შეფუთული…

მათემატიკურ თვლაში მოიკოჭლებენ. ეს მიზანმიმართული გამოსროლილი ცინიზმია. ამას ვისხლიტავთ. ჩემი მთავარი მუსიკა დღეს იმ ხალხის ხმაა, რაც რუსთაველის გამზირზე მესმის. ჩემი მთავარი მუსიკა გამარჯვების ხმა იქნება“, – თქვა ბექა გოჩიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

დათა თავაძე: „პირველ რიგში, „ოცნებას” ვერ ვაპატიებ იმ 12 წლიანი გახლეჩილობის ცრუ შეგრძნებას, მარტოობის განცდას, რაშიც საზოგადოება გვაცხოვრა!“

ცნობისთვის, 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, ქვეყანაში პროტესტი არ წყდება.

უკვე 26 დღეა პროტესტის მონაწილეები აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g