LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვიმოგზაუროთ ბიუჯეტურად: 3 რჩევა მოგზაურისგან, რომელსაც თითქმის მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი

105
67351a3cfa0140cdd56339cd

მოგზაურმა რომელსაც 9 წელში 94 ქვეყანა აქვს მოვლილი, გაამხილა თუ როგორ უნდა ვიმოგზაუროთ მაქსიმალურად ბიუჯეტურად. მის რჩევებზე Business Insider წერს.

პირველი რჩევა ნაღდ ფულს ეხება. მოგზაური არავის ურჩევს თან ნაღდი ფულის წაღებას და ვალუტის წინასწარ გადაცვლას. „როგორც წესი, ფულის კონვერტაცია მოგზაურობის წინ იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე ბანკომატიდან ადგილობრივი ვალუტის მოხსნა“, – აზუსტებს ის. მამაკაცის რეკომენდაციაა დებეტ-ბარათის გახსნა, რომელიც საერთაშორისო ტრანზაქციების დროს საკომისიოს არ საჭიროებს, იცავს საბაზრო გაცვლით კურსს და ბანკომატიდან ნაღდი ფულის მოხსნაც უფასოდ შეიძლება.

ეკონომიის გაკეთება შესაძლებელია გართობის დროსაც – სამოგზაურო რჩევების ავტორი ყველას ურჩევს, რომ უფასო ღონისძიებები მოძებნონ. მათ შესახებ შესაძლოა ადგილობრივ გამოცემებში წერდნენ. მაგალითად, ბიბლიოთეკებში ფილმების ჩვენებები ეწყობა, მუზეუმებს კი კონკრეტულ დღეებში უფასო ვიზიტები აქვთ.

გარდა ამისა, გამოცდილმა მოგზაურმა ისიც შეამჩნია რომ ბევრად უფრო მომგებიანია სამოგზაუროდ წასვლა ბარგის გარეშე, მხოლოდ ხელბარგით. დამატებითი ბარგი ყოველთვის დამატებითი ხარჯია, განსაკუთრებით მაშინ როცა ერთდროულად რამდენიმე ლოკაცია უნდა მოიაროთ. ამიტომ, თუკი ამის საშუალება გაქვთ, ყოველთვის ჯობს ერთი ჩანთით დაადგეთ გზას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები