„ხორუმი ეროვნული სიმბოლო და ქვეყნის სავიზიტო ბარათია. ეს არის ერთიანობის, გამარჯვებისკენ სვლისკენ ცეკვა. ძალიან მესიამოვნა, რომ მოსახლეობა ჩადგა ამ ხაზში და წავიდნენ ხორუმის სვლით“, – ამის შესახებ ანსამბლ „სუხიშვილების“ გენერალურმა დირექტორმა ნინოს სუხიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 21 დეკემბერს მოცეკვავეების მარშს, რა დროსაც ისინი ხორუმის ცეკვით პარლამენტისკენ წავიდნენ.
„ეს არის ერთიანობის, გამარჯვებისკენ სვლისკენ ცეკვა. ხორუმი ხომ ეროვნული სიმბოლო და ქვეყნის სავიზიტო ბარათია, ეს არის ერთიანობის, გამარჯვებისკენ სვლისკენ ცეკვა. ილიკო სუხიშვილმა ძეგლი დაიდგა ამ ცეკვის შექმნით, მისი ილეთი ყველა ქართველმა იცის და სწორედ ამიტომ, ყველა ჩაება ამ ცეკვაში, მოცეკვავე იყო თუ არა. ეს ცეკვა იყო სიმბოლური და ამაღელვებელი და სასიამოვნო მომენტი ამ მძიმე დღეებში. ძალიან მესიამოვნა, რომ მოსახლეობა ჩადგა ამ ხაზში და წავიდნენ ხორუმის სვლით“, – განაცხადა სუხიშვილმა.