LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჩოს ქოხი“ არ ყოფილა და არც არასდროს იქნება რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარი, მიმდინარე მოვლენების პარალელურად იქ დგომა სწორად არ მიგვაჩნია“ – „ოჩოს ქოხი“ თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტში არ მონაწილეობს

133
ოჩოს ქოხი

გასული დღეების განმავლობაში მედიაში გავრცელებულ სიას იმ მომღერლებისა და ბენდების/ჯგუფების/ანსამბლების შესახებ, რომლებიც, გავრცელებული ცნობით, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას, მუსიკალური ჯგუფი „ოჩოს ქოხი“ ეხმიანება.

„თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებაში „ფრანი“ არ მონაწილეობს“ – გაგა ჩიხლაძე

როგორც მუსიკალური ჯგუფის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ოჩოს ქოხი“ დაარსების დღიდან, 2010 წლიდან, არასდროს ყოფილა გაიგივებული რომელიმე „მთავრობის თუ ტელევიზიის ჯგუფად“ და არც არასდროს იქნება“.

„ჩვენ საკუთარ სათქმელს ყოველთვის ჩვენი შემოქმედებით გამოვხატავთ.

ჩვენთვის ყველაზე მთავარს ჩვენი მსმენელი წარმოადგენს. ევროპულ ღირებულებებს და მომავალს ალტერნატივა არ აქვს. გვიყვარს საქართველო და გვიყვარხართ თქვენ“, – წერია ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული სტატუსის კომენტარების ველში, ტელეჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის შეკითხვაზე – „ხომ არ იმღერებენ სამთავრობო კონცერტზე“, „ოჩოს ქოხის“ ვოკალისტი ბექა ტაბუცაძე პასუხობს: „არა, მიმდინარე მოვლენების პარალელურად, არ მიგვაჩნია სწორად იქ დგომა“.

„რა თქმა უნდა ჩვენი კვარტეტი არც ერთ ღონისძიებაზე არ იღებს მონაწილეობას! სრული მხარდაჭერა რეჟიმის პატიმრებს და გამარჯვება დამოუკიდებელ და ევროპულ საქართველოს!“ – „ვარდელის სიმებიანი კვარტეტი“

ოჩოს ქოხი დაარსების დღიდან, 2010 წლიდან არასდროს ყოფილა გაიგივებული რომელიმე "მთავრობის თუ ტელევიზიის ჯგუფად" და არც…

Posted by ოჩოს ქოხი • Ochos Qokhi on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024

ამასთან, ბექა ტაბუცაძე მიმართვას ავრცელებს „ფეისბუკის“ საკუთარი გვერდიდან:

„მოკლედ ასეთი ამბავია:

ის ინფორმაცია, რაც გადაუმოწმებლად და გაუაზრებლად ვრცელდება, არის სიბნელე და ფსკერი, ყველას ინდივიდუალურად პასუხს ვერ გავცემთ, მაგრამ ერთი რამე იცოდეთ, რომ „ოჩოს ქოხი“ არ ყოფილა და არც არასდროს იქნება რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარი. „ოჩოს ქოხი“ არის ქართული ინტერესების გამტარი ევროპულ ოჯახში“, – წერს ბექა ტაბუცაძე.

„წინსწრებით გინება აღარ გამიგია, დაელოდეთ საახალწლო კონცერტებს, ნახეთ ვინ მიიღებს მონაწილეობას და მერე გაიხსნილეთ, ეგ სიები ძირითადად არის არჩევნებამდე შედგენილი“ – რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

მოკლედ ასეთი ამბავია: ის ინფორმაცია რაც გადაუმოწმებლად და გაუაზრებლად ვრცელდება არის სიბნელე და ფსკერი, ყველას…

Posted by Beka Tabutsadze on სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g