LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემო სიამაყევ, ჩემო იმედო, გილოცავ დაბადების დღეს, მიყვარხარ“ – ნიკა კაციას დედამ საპატიმროსთან ბანერი გაშალა

191
2024-12-26_01-02-41_882542

ნიკა, ჩემო სიამაყევ, ჩემო იმედო, გილოცავ დაბადების დღეს, მიყვარხარ, – დაკავებული ჟურნალისტის, ნიკა კაციას დედამ, საკუთარი შვილის საპყრობილის წინ ბანერი გაშალა.

„დღესაც ვიყავი მისული, ბანერზე გავაკეთე წარწერა. დანახვით ვერ დამინახავდა, მაგრამ დავდექი ციხის კედელთან და მივულოცე დაბადების დღე. ბანერზე დავწერე, რომ დედა, ნიკა ჩემო სიამაყე, ჩემო იმედო, გილოცავ დაბადების დღეს!, მიყვარხარ!.

იმედია, გვისმენს და რომ ნახავს, გაუხარდება. იმედიანად ვარ, მტკიცედ ვარ. როგორც ნიკა იქ იბრძვის, მე აქ ვიბრძვი. ერთმანეთს ვამხნევებთ.

ნიკა ძალიან მზრუნველი ადამიანია, 7 წლის ბავშვს ვუტოვებდი 5 თვის ბავშვს. ახლა რომ ვფიქრობ, რას ვაკეთებდი, მეშინია, მაგრამ იმდენად პასუხისმგებლობიანი იყო. ბავშვი არ ყოფილა არასდროს, ნიკა სულ კაცი იყო“, -ამბობს მარინა აფციაური.

ცნობისთვის, ჟურნალისტი ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება. მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g