მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მივიწვიო, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
უილსონმა აღნიშნა, რომ იგი აღფრთოვანებულია სალომე ზურაბიშვილის სიმამაცით.
„მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, როგორც ერთადერთხელ ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მივიწვიო. აღფრთოვანებული ვარ მისი სიმამაცით, რომელიც ივანიშვილისა და მისი მეგობრების, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის, თავდასხმების პირისპირ აჩვენა“, – წერს უილსონი სოციალურ ქსელში.
As the only legitimate leader in Georgia, I am grateful to extend an invite to President @Zourabichvili_S to attend the inauguration of President @realDonaldTrump. I am in awe of her courage in the face of the assault by Ivanishvili and his friends in the CCP & Iranian regime.
— Joe Wilson (@RepJoeWilson) December 27, 2024