LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lexus ყველაზე საიმედო საავტომობილო ბრენდია

30

J. D. Power and Associates-მა 32 ყველაზე საიმედო საავტომობილო ბრენდი დაასახელა. სპეციალისტებმა ავტომფლობელებისთვის ტესტი შეადგინეს და ადგილები 100 ავტომობილზე დაფიქსირებული გაუმართაობების რაოდენობებით გაანაწილეს.

J. D. Power and Associates-ის სპეციალისტებმა მხოლოდ 2015 წელს გამოშვებული ავტომობილების მფლობელები გამოკითხეს. რესპოდენტებს რვა კატეგორიაში 233 კითხვისთვის უნდა გაეცათ პასუხი.

ტოპ-32-ის ლიდერი Lexus გახდა. ამ მარკის ას ავტომობილზე მხოლოდ 99 დაზიანება დაფიქსირდა. გარდა ამისა, საპრიზო ადგილები ცალკეულმა მოდელებმაც მოიპოვეს: Lexus CT, ES და GT. საიმედო მარკების ჩამონათვალში მეორე პოზიცია Porsche-ს ერგო, რომელსაც ას ავტომობილზე ასი დაზიანება აქვს. სამეულს კი 116 გაუმართაობით Buick და Opel ინაწილებენ.

პირველ ხუთეულში 120 და 122 გაუმართაობით Infinity და KIA შევიდნენ.

ათეულში ასევე Chevrolet, Hyundai, BMW და Toyota მოხვდნენ. საუკეთესო 15 ბრენდის რიგებში დასახელდნენ: Lincoln, Nissan, Honda, Auda, Industry Average და Mazda. მე-16 პოზიცია Mercedes-Benz-ს ერგო, რომელსაც ას ავტომობილზე 147 გაუმართაობა დაუფიქსირდა.

შემდეგ მოდის: Ford, MINI, GMC, Volkawagen, Acura, Jaguar, Volvo, Dodge, Ram, Subaru, Mitsubishi, Cadillac, Jeep, Fiat, Land Rover და Chrysler.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები