LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ხანძარი ლოს-ანჯელესში – ცეცხლმა ვარსკვლავების სახლები გაანადგურა – რას წერენ სასოწარკვეთილი „სელებრითები“

249
page

აშშ-ში ხანძარი მძვინვარებს. ის კატასტროფული სისწრაფით ვრცელდება. ხანძარმა უკვე ლოს-ანჯელესი, ვენტურას ოლქი და „ჰოლივუდ ჰილზიც“ მოიცვა. ევაკუირებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი. 37 000 ადამიანი კი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა. ახლახან ცნობილი გახდა, რომ გადამწვარია უამრავი ვარსკვლავის საცხოვრებელი კომპლექსიც.

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, სავალდებულო ევაკუაცია 100 000-ზე მეტი ადამიანისთვის გამოცხადდა

ტაბლოიდების ცნობით, სახლები ისეთ ვარსკვლავებს დაეწვათ, როგორებიც არიან: პერის ჰილტონი, ენტონი ჰოპკინსი, ბილი კრისტალი, ჯენიფერ გარნერი, ლეიტონ მისტერი, ჯე­იმს ვუდსი და ა.შ…

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ამჯერად ცე­ცხლია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი აქვთ, რიზ უი­ზერ­სპუნს, ბრედ­ლი კუ­პერს, ტომ ჰენკსს, რიზ უი­ზერ­სპუნს, ჯე­ნი­ფერ ენის­ტონს, ადამ სენდლერს, მა­იკლ კი­ტონს და სხვა ვარ­სკვლა­ვებს…

თავიანთ სოციალურ ქსელებში უკვე არაერთი ვარსკვლავი გამოეხმაურა აღნიშნულ ინფორმაციას.

„ჩემი გული გატეხილია, არავის ვუსურვებ პირდაპირ ეთერში ნახოს, როგორ იქცევა შენი სახლი ფერფლად“, – პერის ჰილტონი

„გუშინ საღამოს თავშესაფარი მეგობრებმა მოგვცეს. ვცდილობ, ბავშვები დავიცვა იმ დიდი მწუხარებისა და შფოთისგან, რასაც ვგრძნობ“, – მენდი მური.

„ჩვენ კი ახლა უკვე უსაფრთხოდ ვართ, მაგრამ ვიცი რომ სხვებს ყველაფერი წესრიგში არ აქვთ. ღმერთმა დალოცოს მეხანძრეები და ყველა მაშველი“, – კრისტი ტაიგენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები