ლიკა კვარაცხელია აშშ-ში, კერძოდ, ლოს-ანჯელესში იმყოფება, სადაც მისი ვაჟი, დათუნა შელია სწავლობს და კალათბურთს თამაშობს.
ლიკამ გადაწყვიტა, თავის გამომწერებს დაათვალიერებინოს ის სკოლა, სადაც მისი შვილი სწავლობს.
საოცარი გარემო, სპორტული აქტივობები და უდიდესი სპორტული მოედნები და სავარჯიშო დარბაზები. ასე გამოიყურება სასწავლებელი…
ლიკა თავისი ვაჟის ვარჯიშსაც დაესწრო.
ტელესახე, კულინარი და მოდელი წერს, რომ სასკოლო სივრცეში ყველა პირობაა იმისთვის, რომ მოსწავლეები აქტიურად დაიტვირთონ ფიზიკურად – „ყველა ვარჯიშობს, ვინც არ ვარჯიშობს, ფეხით დადიან წრეებზე…“
ლიკა ასევე გვიზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ლოცულობენ კალათბურთელები ყოველი ვარჯიშის შემდგომ – „მამაო ჩვენო ყოველი ვარჯიშის შემდეგ…“