LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა მაქარაშვილი: „არავინ იმსახურებს იმ ჯოჯოხეთს, რომელიც ამ წამს 5 შვილის დაკრძალვაზე მყოფი მშობლების გულებშია“

335
საბერიო

5 იანვარს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების საცხოვრებელ სახლში დატრიალებულ ტრაგედიას, რა დროსაც გაჩენილ ხანძარს ხუთი დედმამიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

საქართველოში გლოვის დღეა – სოფელ საბერიოში ხანძრის დროს დაღუპულ ხუთ ბავშვს დღეს დაკრძალავენ

როგორც გიგა მაქარაშვილი წერს, „არავინ იმსახურებს იმ ჯოჯოხეთს, რომელიც ამ წამს 5 შვილის დაკრძალვაზე მყოფი მშობლების გულებშია“.

კადრები საბერიოდან: ხანძრის დროს დაღუპული ხუთი ბავშვის ოჯახთან ბესარიონ აპლია მივიდა

„ასეთ დროსაც კი, როცა ყველაფერს თითქოს აზრი ეკარგება, იმაზე უნდა ვიფიქროთ, ისეთი ქვეყანა ავაშენოთ, სადაც აღარასდროს ვნახავთ განუკითხაობის გამო, კორპუსის ნანგრევებში ჩაფლული ბავშვების გაუბედურებულ მამას!

განუკითხაობის გამო მთის კურორტზე მიწაში ჩაფლული ბავშვების გაუბედურებულ მამას!

განუკითხაობის გამო დამწვარი სახლის ნანგრევებში ჩამარხული ბავშვების მამას!

ჯოჯოხეთი!“ – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

„საქართველო გლოვობს ხუთ მცირეწლოვან გოგონას – ემილია, ანა-მარია, ელენე, ნია და სოფიო ჭოლარიებს… ვუსამძიმრებ ოჯახს, რომელთა ნუგეში ძნელია ხუთი შვილის დაკარგვით განცდილი განუზომელი მწუხარების ჟამს“ – თეა ახვლედიანი

არავინ იმსახურებბს იმ ჯოჯოხეთს, რომელიც ამ წამს 5 შვილის დაკრძალვაზე მყოფი მშობლების გულებშია 😞 ასეთ დროსაც კი, როცა…

Posted by Giga Makarashvili on ხუთშაბათი, 09 იანვარი, 2025

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში ტრაგედიის დროს, 5 იანვრის დილას, მხოლოდ ბებია და მასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ ჩაყვანილი ხუთი შვილიშვილი იმყოფებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, სახლში ხანძარი შეშის ღუმლის ანთების მცდელობას მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ქალს, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია და შეშის ღუმელში ბენზინი ჩაასხა. არასრულწლოვანების გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება დაშავებულ ქალს, დაღუპული ბავშვების ბებიას მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია.

ფოტო სლაიდზე: თეა შონია, „ფორმულა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g