LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დღეს ისე, როგორც არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი ჩემს აფხაზეთში. უდიდესი ტკივილით და სიცარიელით სავსე საბერიო, გლოვობდა ანგელოზებთან დამშვიდობებას“ – ნათია თოდუა

207
2025-01-09_23-57-44_549120

ნათია თოდუა საბერიოში გადაღებულ სევდიან კადრებს სოციალურ ქსელში გამომწერებს უზიარებს.

მომღერალი წერს, რომ დღეს ისე როგორც არასდროს სურდა, რომ აფხაზეთში, ტკივილით და სიცარიელით სავსე საბერიოში ყოფილიყო.

„დღეს, 10 წლიანი განშორების შემდეგ, ისე როგორც არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი ჩემს აფხაზეთში. უდიდესი ტკივილით და სიცარიელით სავსე საბერიო, გლოვობდა ანგელოზებთან დამშვიდობებას“, – წერს ნათია თოდუა.

9 იანვარი საქართველოში გლოვის დღეა. დღეს საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული 5 მცირეწლოვანი ბავშვი უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

კადრები საბერიოდან: ხანძრის დროს დაღუპული ხუთი ბავშვის ოჯახთან ბესარიონ აპლია მივიდა

„აფხაზეთის მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ ეს ბავშვები… ამაზე საშინელი ტრაგედია მე არ ვიცი, არ ახსოვს ალბათ მსოფლიოს…“ – რას ჰყვებიან საბერიოში დაღუპული ბავშვების სკოლისა და ბაღის მასწავლებლები

„საბერიოში გარდაცვლილი ბავშვების დედა საავადმყოფოში წევს, მამა მის სანახავად წავიდა, ბავშვები ბებიას დაუტოვა…“ – რას წერენ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ხანძარზე, რასაც 5 ბავშვი ემსხვერპლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g